ფეხბურთი

0:20 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი სავარაუდოდ "რეალთან" ორივე თამაშს გამოტოვებს

„პარი სენ ჟერმენის“ მცველი სერხიო რამოსი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ ორივე მატჩს გამოტოვებს.

ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის თასზე „ნიცასთან“ შეხვედრაში მიიღო და Le Parisien-ი იტყობინება, რომ რამოსი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩებისთვის დიდი ალბათობით გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს.

პსჟ „რეალს“ 15 თებერვალს და 9 მარტს დაუპირისპირდება, მოგეხსენებათ, პარიზულ გუნდში გადასვლამდე რამოსი ესპანურ გრანდში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112844