"სპეციას" მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა იტალიის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
მოტამ "სპეცია" გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა. გასულ თვეში ტიაგოს გუნდმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, დაამარცხა "სამპდორია" (1:0), "მილანი" (2:1) და "ჯენოა" (1:0), ხოლო "ვერონასთან" 1:2 წააგო. სატურნირო ცხრილში "სპეცია" 25 ქულით მე-14 ადგილზეა.