5-6 თებერვალს ძიუდოში პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 311 ძიუდოისტი მიიღებს და მათ შორის 6 საქართველოს წარმომადგენელი იქნება.
პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
60 კგ
ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ
ტატო გრიგალაშვილი
90 კგ
ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე
აღსანიშნავია, რომ გრანდ სლემზე თემურ ნოზაძე და ბაგრატ ნინიაშვილიც უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ კორონავირუსის გამო ნაკრების შემადგენლობას გამოაკლდნენ.