NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსიმ“ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 112:98 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა 9 ქულით მოიგეს.
ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, მართალია მხოლოდ 04:26 წუთით, მაგრამ მაინც. ხსენებულ დროში ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. სანდრომ 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
„მილუოკიში“ საუკეთესო იანი ანტეტოკუნმპო იყო 33 ქულით, ჯრუ ჰოლიდეიმ კი 22 ქულა ჩააგდო. „ვაშინგტონში კაილი კუზმა (25 ქულა) და მონტრეცლ ჰარელი (20 ქულა) გამოირჩნენ.
„მილუოკი ბაქსი“ 32 მოგებით და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს, სტუმრად „პორტლენდ ბლეიზერსთან“ გამართავს.