სხვა

4:07 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს კოლუმბიელი ჩემპიონი პარალიზებას გადაურჩა

ტურ დე ფრანსის ყოფილი და ჯირო დ’იტალიას მოქმედი ჩემპიონი, კოლუმბიელი ველომრბოლი ეგან ბერნალი ამბობს, რომ ვარჯიშის დროს, ავტობუსთან შეჯახების შემდეგ, პარალიზებასთან ძალიან ახლოს იყო.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 25 წლის ბერნალი კოლუმბიაში, თავის გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. მასთან ერთად, ვარჯიშში მისი გუნდის, „ინეოს გრენადერსის“ სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ. ველომრბოლი მალევე გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

ბერნალმა ტვიტერზე დაწერა, რომ იყო 95-პროცენტიანი შანსი იმისა, რომ ინვალიდად დარჩენილიყო, ან დაღუპულიყო. მხარდაჭერისთვის, ის მადლობას უხდის ფანებს, ექიმებს და თავის ოჯახს. ბერნალს ორი ოპერაცია ელის. ერთი მარჯვანა ხელზე, მეორე კი პირის ღრუში.

ინციდენტი ბერნალის მშობლიურ ქალაქ ზიპაკვირას მახლობლად, ზღვის დონიდან 2 650 მეტრის სიმაღლეზე ვარჯიშის დროს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ველომრბოლი ავტობუსს უკნიდან დაეჯახა. ავტობუსი მგზავრის ჩამოსასვლელად, გზის ავარიულ ზოლში იყო გაჩერებული.

ბერნალმა ტურ დე ფრანსი 2019 წელს მოიგო და გახდა ველომარათონის პირველი ჩემპიონი ლათინური ამერიკიდან. გარდა ამისა, ის 1909 წლის შემდგ, ტურის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. კოლუმბიელმა შარშან ჯირო დ’იტალია მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118855