ფეხბურთი

11:16 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტა: "დემბელეს პოზიციის გაგება რთულია"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ უსმან დემბელეს შესახებ კომენტარი გააკეთა. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ფრანგს ზაფხულისთვის სხვა კლუბთან შეთანხმება აქვს მიღწეული და გუნდის იანვარში დატოვება ამიტომაც არ ისურვა.

„ვფიქრობ, რომ უსმან დემბელეს სხვა კლუბთან შეთანხმება აქვს, ამიტომ, არ სურდა კლუბი იანვარში დაეტოვებინა. ნამდვილად რთულია მისი პოზიციის გაგება, მისთვის და კლუბისთვის ამ ნაბიჯს აზრი არ აქვს“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად, სხვა გუნდში გადასვლას უფასოდ შეძლებს.

„ბარსას“ სურდა, რომ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ 185 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელი იანვარში გაეყიდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118644