ლონდონის „არსენალმა“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისურ კლუბს არ დაუკონკრეტებია, სად გადავიდა 32 წლის გაბონელი, მაგრამ აქამდეც ცნობილი იყო, რომ ის „ბარსელონაში“ ჩაირიცხა.
ობამეიანგი „ბარსას“ იჯარით შეუერთდა, მაგრამ გუნდში დარჩენის ვარიანტი მომდევნო სეზონშიც ექნება.
აფრიკელმა შემტევმა 2018 წლიდან „არსენალის“ რიგებში 163 თამაში ჩაატარა და 92 გოლი გაიტანა. მანამდე მას „მილანში“, „დიჟონში“, „ლილში“, „მონაკოსა“ და „დორტმუნდში“ უთამაშია.