ფეხბურთი

14:46 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანსელუმ „სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

27 წლის პორტუგალიელმა მცველმა, ჟოაუ კანსელუმ, „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა - გვამცნობს „ქალაქელთა“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

მის წინა ხელშეკრულებას ვადა 2025 წელს ეწურებოდა. კანსელუ „სიტიში“ „იუვენტუსიდან“ 2019 წელს გადავიდა და ნელ-ნელა გუნდის საკვანძო ფეხბურთელად გადაიქცა.

„სიტი“ფანტასტიკური კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხელშეკრულება გავახანგრძლივე. გუნდის ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ, რათა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. მყავს მსოფლიო დონის პარტნიორები. არაჩვეულებრივი მწვრთნელი, რომელიც ყოველდღე გამარჯვებებისკენ მოგვიწოდებს.“ - უთხრა კალნსელუმ კლუბის პრესსამსახურს.

0.113475