იტალიური „სალერნიტანას“ 38 წლის გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი ვადაზე ადრე შეწყვიტოს და კარიერა დაასრულოს - გვამცნობს GOAL.
ვეტერანი ფრანგი „სალერნიტანას“ ფეხბურთელი 2021 წლის სექტემბერში გახდა. მის კონტრაქტს ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში რიბერიმ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.
სერია A-ს 23 ტურის შემდეგ, „სალერნიტანას“ 10 ქულა მოუგროვდა და ცხრილში ბოლო ადგილზეა.