ფრანგული „ლილის“ მცველმა, სვენ ბოტმანმა, დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლებოდა კლუბი შეეცვალა, მას „ნიუკასლი“ და „მილანი“ იწვევდნენ.
„ვადასტურებ, რომ „ნიუკასლი“ და „მილანი“ იყვნენ ჩემით დაინტერესებული. კარგი ვარიანტები იყო. ვფიქრობ, ზაფხულში კარიერაში ერთ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ.
„ნიუკასლი“? ამბობენ, რომ ხალხი იქ ფულის გულისთვის მიდის. თუმცა, მგონი, შესანიშნავი პროექტია. ისევე, როგორც „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ. კარგი იქნებოდა ასეთი პროექტის ნაწილი გავმხდარიყავი. „მილანი“ კი უდიდესი კლუბია.“ - ციტირებს ნიდერლანდელი ფეხბურთელის სიტყვებს Ziggo Sport.
ბოტმანი „ლილში“ „აიაქსიდან“ 2020 წელს გადავიდა 8 მილიონ ევროდ.