იტალიური „ჯენოას“ ფეხბურთელმა გორან პანდევმა კლუბი დატოვა და კარიერას სერია B-ს ბინადარ „პარმაში“ გააგრძელებს.
38 წლის თავდამსხმელის ემილიურ კლუბში ტრანსფერის დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ ის „პარმას“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი არ იქნება - „ენიო ტარდინიზე“ 44 წლის ჯიჯი ბუფონი თამაშობს.
მიმდინარე სეზონში პანდევმა „ჯენოაში“ 20 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის გენუურ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა და 186 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა. მანამადე ჩრდილოეთ მაკედონიელს „გალათასარაიში“, „ნაპოლიში“, „ინტერში“, „ლაციოში“, „ანკონასა“ და „სპეციაში“ უთამაშია.