ფეხბურთი

1:53 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსმა" აარონ რემზი დაიმატა

უელსის ნაკრებისა და იუვენტუსის ნახევარმცველი აარონ რემზი "რეინჯერსში" ითამაშებს. უელსელი ფეხბურთელი შოტლანდიურ გრანდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

რემზი „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 70 მატჩში 6 გოლი გაიტანა, თითოჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. ის "რეინჯერსის" ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

მანამდე 31 წლის ნახევარმცველს „კარდიფ სიტიში“, „არსენალსა“ და „ნოტინგემში“ უთამაშია, უელსის ნაკრებში კი 71 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111262