ფორმულა 1-ში ამიერიდან ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ არამხოლოდ მრბოლებს და გუნდების პერსონალს, არამედ ოფიციალურ პირებს, ტრასების პერსონალს, ჟურნალისტებს, სტუმრების მიმღებ თანამშრომლებს, თავად სტუმრებს და სხვას.
სავალდებულო ვაქცინაციის გეგმა შარშან შეიმუშავეს და მისი პირობები სეზონის დასრულებამდე შეთანხმებული იყო. მაგრამ FIA-მ ამის შესახებ მაშინვე არ გამოაცხადა. შეთანხმება ითვალისწინებს იმასაც, რომ შესრულდება ყველა მასპინძელი ქვეყნის პანდემიური პირობები, რომლებიც შეიძლება თავად ფ1-ის მოთხოვნებზე მკაცრიც კი იყოს.
ჯერჯერობით არაა განსაზღვული მათი საკითხი, ვისაც აცრაზე სამედიცინო უკუჩვენება აქვს. მოსალოდნელია, რომ სავალდებულო ვაქცინაციის წყალობით, შესაძლებელი გახდება იმ შეზღუდვების შერბილება, რომლებიც ფ1-ში 2020 წლიდან მოქმედებს. მაგალითად, სარბოლო უქმეების დროს, შემცირდება სავალდებულო PSR-ტესტების რაოდენობა. შესაძლოა გაუქმდეს ეგრეთ წოდებული სოციალური ბუშტების გამოყენების საჭიროება.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციაზე უარის გამო, FIA-ს სამედიცინო მანქანის მძღოლ ალან ვან დე მერვეს სამი რბოლის - ყატარის, საუდის არაბეთის და აბუ დაბის დიდი პრიზების გამოტოვებამ მოუწია. ვაქცინციის საბუთის გარეშე, ის ამ ქვეყნებში არ შეუშვეს.