პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელა ჩესლავ მიხნევიჩი დაინიშნა. ინფორმაცია ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
აქამდე განიხილებოდა ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა. შედეგად, პოლონეთს მიხნევიჩი გაწვრთნის, რომელიც ბოლოს ვარშავის „ლეგიაში“ მუშაობდა.
პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის, რომლის პლეი-ოფის ნახევარფინალში 24 მარტს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.