კამერუნში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის გათამაშებაზე, პირველი მეოთხედფინალური მატჩი დამთავრდა. ქალაქ დუალაში მასპინძელმა კამერუნმა გამბიას 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ორივე ბურთი ფრანგული „ლიონის“ 29 წლის თავდამსხმელმა, კარლ ტოკო ეკამბიმ გაიტანა.
დღის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა ბურკინა ფასოსა და ტუნისს შორის, თბილისის დროით, 23 საათზე დაიწყება.