პრემიერლიგაში ორკვირიანი შესვენებაა და ფეხბურთელებმაც გაილაღეს. კრიშტიანუ რონლდუმ კი თავის ფეხმძიმე შეყვარებულ ჯორჯინა როდრიგესს, 28-ე დაბადების დღე დუბაიში, ბურჯ ჰალიფას ცათამბრჯენში გადაუხადა.
ამ ღონსძიებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქში მთელი ოჯახი შეიკრიბა. ამ ადგილზე დღეობის აღნიშვნა თურმე ჯორჯინას ერთ-ერთი ოცნება ყიფილა.
მერე ესპანელმა ქალბატონმა თავის ინსტაგრამში ფოტოები ატვირთა და აღფრთოვანებული კომენტარიც მიაყოლა
„სიტყვები არ მყოფნის. მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა, კრიშტიანუ. შენ ყოველდღე უფრო ბედნიერს მხდი!“ - წერს ჯორჯინა.