მილანის „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი სტეფანო სენსი კარიერას „სამპდორიაში“ გააგრძელებს. გენუურმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
სენსი ლიგურიელთა ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს. 26 წლის ნახევარმცველს ხშირად ტრავმები აწუხებდა და „ინტერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რის გამოც მიმინდარე სეზონში 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
სტეფანო სენსი „ინტერს“ 2019 წელს „სასუოლოდან“ შეუერთდა და მას შემდეგ მილანურ გუნდში ჩატარებულ 52 თამაშში თავი 4 გოლით გამოიჩინა.
სენსი 2018 წლიდან იტალიის ნაკრების წევრია და 8 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. რობერტო მანჩინის ის ევრო 2020-ის განაცხადშიც ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ ტურნირის დაწყების წინ ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა, რის გამოც ევროპის ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩა.