ფეხბურთი

21:52 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობენ

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შესაძლოა სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით ან "იუვენტუსში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, აღნიშნული კლუბები უკვე დაუკავშირდნენ ინგლისელებს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ყველაზე რთული საკითხი აღნიშნული ტრანსფერის შესახებ გაბონელის ხელფასია - ობამეიანგი კვირაში 350,000 გირვანქა სტერლინგს იღებს და აღნიშნული თანხის გადახდა არცერთ კლუბს სურს. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ საკითხზე რა შეთავაზება აქვთ ზემოთაღნიშნულ კლუბებს.

პიერ-ემერიკი დუბაის შეკრებაზე მიკელ არტეტამ არ წაიყვანა და მათ შორის დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება. ფეხბურთლის მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ "მარსელი", "სევილია", პსჟ და "მილანი". მიმდინარე სეზონში აფრიკელმა მოთამაშემ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა შვიდი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116683