ავტოსპორტი

2:00 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი შეიძლება ფეტელმა შეცვალოს

ლუის ჰამილტონთან დაკავშირებული გაურკვევლობა გრძელდება. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კვლავ არავისთან გადის კონტაქტზე და არაა გამორიცხული, რომ არც ახალი მანქანის პრეზენტაციას დაესწროს. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში, კულუარებში ბჭობენ იმაზე, თუ ვინ შეიძლება დაჯდეს „მერსედესში“ მის ადგილზე.

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რალფ შუმახერი ფიქრობს, რომ თუ ბრიტანელი პილოტი წასვლას გადაწყვეტს, საუკეთესო შემცვლელად, სებასტიან ფეტელი ესახება.

„ის გამოცდილი, ჯერაც სწრაფი პილოტია და რაც ასევე მნიშვნელოვანია, კარგად იცის მერსედესის ძრავი. საერთოდ, ასტონ მარტინს მერსედესის მანქანის მსგავსი კონცეპცია აქვს. ამიტომ ფეტელს გადასვლის შემთხვევაში, ახალ ტექნიკასთან შეგუება არ გაუჭირდება“, - ამბობს რალფი.

შუმახერი ასევე თვლის, რომ „ასტონ მარტინიდან“ ოტმარ საფნაუერის წასვლა, შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი იყოს იმისა, რომ ფეტელი „მერსედესში“ გადავიდეს. მისი თქმით, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს გუნდის შეფთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ისინი ერთად კარგად მუშაობდნენ. საფნუერის გაშვების შემდეგ კი გუნდის დატოვება არც ფეტელს გაუჭირდება.

0.121841