ფეხბურთი

21:18 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ჯაბა კანკავას: "მადლობა, რომ სამაგალითო იყავი და ჩემთვის პატივი იყო შენი მწვრთნელობა"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლას გამოეხმაურა.

ფრანგმა სპეციალისტმა ჯაბას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისთვის პატივი იყო კანკავას მწვრთნელობა:

„მადლობა კაპიტანო იმისთვის რასაც მიაღწიე საქართველოს ნაკრებსა და შენს კარიერაში. მადლობა, რომ მაგალითი იყავი ყველა შენი თანაგუნდელისთვის და ასევე ახალგაზრდა თაობებისთვის. შენი მწვრთნელობა დიდი პრივილეგია იყო. მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ“, - წერს სანიოლი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 10 გოლი გაიტანა. მას დებიუტი 2004 წელს თბილისში, ალბანეთთან (2:0) მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა. კანკავა ლევან კობიაშვილთან ერთად არის ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 100-ჯერ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118688