ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალისტები გაირკვა. სატიტულე შეხვედრაში ეშლი ბარტი და დანიელ კოლინზი შეხვდებიან.
ბარტიმ, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, მედისონ კისი დამაჯერებლად, ორ სეტში, 6:1, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა მხოლოდ საათსა და 2 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიელმა ძალიან იოლად მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბარტი ფინალში ისე გავიდა, სეტი არ წაუგია.
მეორე ფინალისტი დანიელ კოლინზი გახდა, რომელმაც ინგა შვიონტეკი მოულოდნელად საათსა და 18 წუთში 6:4, 6:1 დაამარცხა. ამერიკელი ტურნირზე მხოლოდ 27-ე ნომრად იყო განთესილი და მისი ფინალში ყოფნა ნამდვილად მოულოდნელია, განსხვავებით ბარტისგან.
ამიტომაც, ეშლი ფინალში გამოკვეთილი ფავორიტია. ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის 29 იანვარს გაირკვევა.