კალათბურთი

20:16 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტს ტრაგედიის ადგილზე ძეგლი დაუდგეს

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ამერიკელს და მის ქალიშვილ ჯანას ძეგლი დაუდგეს.

მოქადაკე დენ მედინამ ძეგლი ზუსტად იმ ადგილზე აღმართა, სადაც 2020 წლის 26 იანვარს ტრაგედია მოხდა და ვერტმფრენი ჩამოვარდა - კალიფორნიაში, კალაბასში.

ქანდაკებაზე წერია: „გმირები მიდიან და მოდიან, მაგრამ ლეგენდები სამუდამოდ რჩებიან“. ამასთან იქვე არის მემორიალი, რომელზეც იმ 7 ადამიანის სახელი და გვარია ასახული, რომლებიც ბრაიანტთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპნენ.

კობი ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ფორმაშია გამოსახული, შვილთან ჩახუტებულია, ისინი ერთმანეთს უყურებენ და იღიმიან.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტის პირადი ვერტმფრენი 2020 წლის 26 იანვარს ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 9 ადამიანი დაიღუპა.

0.114233