ფეხბურთი

11:24 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესის მაგიერ არგენტინის ნაკრებს დი მარია უკაპიტნებს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ანხელ დი მარია, მსოფლიო ჩემპიონატის უახლოეს შესარჩევ მატჩებში ნაკორონევი ლიონელ მესის მაგიერ უკაპიტნებს არგენტინის ნაკრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ალბისელესტესთან“ დაახლოებული ჟურნალისტი, როი ნემერი ავრცელებს ტვიტერში.

დი მარია ადრეც ყოფილა არგენტინელთა კაპიტანი მესის არყოფნის დროს.

„ცხადია, ძალიან გვინდოდა მესი ჩვენთან ყოფილიყო. ვესაუბრე და მითხრა, რომ კორონავირუსმა მასზე ცუდად იმოქმედა. ახლა მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ აღარ გამოგვეძახებინა.“ - ამბობს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი.

უახლოეს დღეებში არგენტინელებს ორი შესარჩევი მატჩი ელით, 28 იანვარს სტუმრად ჩილესთან და 2 თებერვალს შინ კოლუმბიასთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104865