ფეხბურთი

2:09 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ ორთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა, ერთიც არ ჩაუთვალეს და ერთხელაც შედევრამდე ცოტა დააკლდა (+VIDEO)

ბელგიურმა „სერენმა“ იუპილერ ლიგაში 8-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და ბოლოადგილოსან „ბეერსხოტს“ შინ 2:1 მოუგო, გიორგი მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 70-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა. მას 64-ე წუთზე დიდებული გოლის გატანა შეეძლო, როცა ორი მცველი ძალიან ეფექტურად მოატყუა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარის დარაჯს ვერ აჯობა. გარდა ამისა, მიქაუტაძემ ერთხელ ბურთი ძელსაც მოარტყა, როცა ასევე ფანტასტიკურად მოატყუა მცველი, ძელიდან ასხლეტილ ბურთს კი იუსეფ მაზიზმა დაამატა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

21 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატში 27 ნოემბრის, ხოლო ზოგადად 30 ნოემბრის შემდეგ პირველად შეძლო თავის გამოჩენა. მას იუპილერ ლიგაში ჩატარებულ 18 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი, სეზონში კი 21 შეხვედრაში 12 გოლია მის ანგარიშზე.

„სერენმა“ ამ გამარჯვებით 22 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 იანვარს, „ეუპენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130405