საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ელგუჯა ლობჯანიძე დაიმატა. ამის შესახებ აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
ლობჟანიძე ბოლოს ყაზახურ „ტობოლში“ თამაშობდა, რომლის რიგებში გასულ სეზონში 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე კი „კაისარისა“ და „ტარაზის“ წევრი იყო.
ლობჯანიძეს ასევე უთამაშია „ვიტ ჯორჯიაში“, „შუქურაში“, „ორენბურგსა“ და „რუსთავში“, ხოლო 2016 წელს „დინამო ბათუმში“ უკვე ირჯებოდა და 15 მატჩში თავი 5 გოლით გამოიჩინა. 29 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.