გერმანიის ნაკრებისა და ბერგამოს „ატალანტას“ მცველი რობინ გოსენსი მილანის „ინტერში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
იტალიური მედიის ცნობით, მხარეები იჯარასა და 30 მილიონი ევროს ღირებულების გამოსყიდვის ვალდებულებაზე შეთანხმდნენ. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსყიდვა სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, კლუბი და ფეხბურთელიც პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
გოსენსი „ატალანტაში“ 2017 წელს გადავიდა, მანამდე „ჰერაკლესში“ „დორტდეხტსა“ და „ვიტესში“ თამაშობდა. გერმანელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წელს ეუწრება, მიმდინარე სეზონში კი ტრავმის გამო მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.