მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ნიკლას ზულე კლუბს ზაფხულში თავისუფლი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გერმანელ ფეხბურთელს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მიუნხენელებმა მისი განახლება შესთავაზეს, რაზეც ნიკლასმა უარი თქვა. ამიტომაც, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აღარ აპირებს 26 წლის მცველთან მოლაპარაკებების განახლებას და 1 ივლისიდან ის თავისუფალი აგენტი გახდება.
ნიკლას ზულე „ბაიერნის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 158 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ჰოფენჰაიმში“ თამაშობდა და თავის გამოჩენაც ზინსჰეიმელთა რიგებში მოახერხა.