სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) ითამაშა, „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სქაიჰოუქსი“ 117:107 დაამარცხა.
მამუკელაშვილმა მოედანზე 30 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა. სანდრომ 11 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ვისკონსინ ჰერდი“ 5 მოგებით და 3 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, 27 იანვარს კი „კლივლენდ ჩერჯს“ დაუპირისპირდება.