კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში თორნიკე ოქრიაშვილმა საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის ნიქოზიის „აპოელი“ „არისს“ შეხვდა და მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ, ბოლო წუთზე გადაურჩა.
ოქრიაშვილი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა, ხოლო 96-ე წუთზე ჯარიმა ჩააწოდა და პაულო ვინისიუსმა თავით გაიტანა, შედეგად, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ოქრიაშვილის გარდა ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო მურთაზ დაუშვილი განაცხადში არ ყოფილა.
„აპოელს“ 24 ქულით მეექვსე ადგილი უკავია, 30 იანვარს კი „დოქსას“ დაუპირისპირდება.