ფეხბურთი

22:51 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფელიშს „ატლეტიკოდან“ წასვლა სურს

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევ ნახევარმცველს, ჟოაუ ფელიშს, გუნდიდან წასვლა სურს. მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე წინააღმდეგი არ არის - გვამცნობს As-ის ჟურნალისტი, ხავიერ მატალიანასი.

სამაგიეროდ, ტრანსფერის წინააღმდეგია „ატლეტიკოს“ გენერალური დირექტორი, მიგელ ანხელ ხილი, რაც ვითარებას ართულებს.

პრიმერას მიმდინარე სეზონში ფელიშმა 12 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. მის კონტრაქტს მადრიდულ კლუბთან ვადა 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.

0.12242