კალათბურთი

23:25 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 13 ქულა ევროლიგაში და ცსკა-ს მარცხი

ევროლიგის 22-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და 57:67 დამარცხდა. იტალიელებმა პირველივე პერიოდში 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რის ხარჯზეც წარმატების მიღწევა მოახერხეს.

თორნიკე შენგელიამ 27:15 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

ცსკა-ს ევროლიგაში 12 გამარჯვების საპირისპიროდ 8 მარცხი აქვს და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 28 იანვარს, ყაზანის „უნიქსთან“ ჩაატარებს.

0.117548