ფეხბურთი

20:55 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვერმალენმა კარიერა დაასრულა და ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

"არსენალის", "ბარსელონას", "აიაქსის" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა ტომას ვერმალენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ბელგიის ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ვერმალენმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

ტომასმა საფეხბურთო კარიერა "აიაქსში" დაიწყო და პირველ გუნდში 2003 წელს დააწინაურეს. "ამსტერდამელთა რიგებში ბელგიელმა 143 მატჩი ჩაატარა (10 გოლი). ტომასი ერთი სეზონი "ვალვაიკშიც" იყო განათხოვრებული, ხოლო 2009 წელს "არსენალში" გადავიდა - ლონდონური გუნდის მაისურით ვერმალენმა ხუთი სეზონი ჩაატარა (150 მატჩი, 15 გოლი).

2014 წელს ტომასი "ბარსელონაში" გადავიდა და ოთხ სეზონში 53 მატჩი ჩაატარა. ესპანურმა კლუბმა ვერმალენი ერთი სეზონით "რომაში" (12 მატჩი) გაანათხოვრა. 2019 წლის ზაფხულში კი ბელგიელი "ვისელ კობეში" წავიდა, სადაც ახლახანს კარიერა დაასრულა.

საკლუბო დონეზე ვერმალენმა "ბარსელონასთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ტომასმა 85 მატჩი ჩაატარა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯას მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112136