ფეხბურთი

21:10 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელი ფეხბურთელი: "ამჟამად "ასტონ ვილაში" გადასვლა უკეთესია, ვიდრე "მანჩესტერში"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გაბრიელ აგბონლაჰორმა განაცხადა, რომ ფეხბურთელისთვის ახლა უკეთესია „ასტონ ვილაში“ თამაში, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედში“, რომლის მომავალი გაურკვეველია.

აგბონლაჰორი გამოეხმაურა ინგლისურ მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვით ბირმინგემელთა შოტლანდიელ ნახევარმცველს "მანჩესტერი" იწვევს.

„ჯონ მაკგინი „ასტონ ვილაში“ უნდა დარჩეს და არასდროს იფიქროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე. ვფიქრობ, ზაფხულში „ასტონ ვილასთან“ კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, კლუბის ამბიციების გათვალისწინებით, ეს უმჯობესი იქნება, ვიდრე „მანჩესტერში“ გადასვლა. „იუნაიტედი“ იშლება და „ასტონ ვილას“ აღზევების პერიოდი აქვს.

ვინ იქნება „მანჩესტერის“ ახალი მწვრთნელი? შეხედეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურებათ, მათ გუნდიდან გაქცევა სურთ. ახლა ის დროა, როცა ფეხბურთელებისთვის „ასტონ ვილაში“ გადასვლა უფრო კარგია, შეხედეთ კოუტინიოს, ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია“, - თქვა აგბონლაჰორმა.

შეგახსენებთ, გაბრიელ აგბონლაჰორი „ასტონ ვილაში“ 2005-2018 წლებში თამაშობდა და 391 მატჩში 87 გოლი გაიტანა. მას ბიმინგემული გუნდის გარდა, იჯარით 1 წელი „უოტფორდსა“ და „შეფილდ უენსდიში“ აქვს გატარებული.

0.059754