კვიპროსის თასზე ნიქოზიის „აპოელმა“ თანაქალაქელ „ოლიმპიაკოსს“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო, გიორგი ქვილითაიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა მე-18 წუთზე ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა მომდევნო შეხვედრაში გაირკვევა, როცა მასპინძელი „ოლიმპიაკოსი“ იქნება.
სათასო გათამაშებაში ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა, ჩემპიონატში კი 12 შეხვედრაში 5 გოლია მის ანგარიშზე.