ფეხბურთი

17:38 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის მსაჯთა ასოციაციამ "მილანს" ბოდიში მოუახადა

იტალიის მსაჯთა ასოციაციამ „მილანს“ „სპეციასთან“ მატჩის მთავარი მსაჯის მარკო სერას შეცდომების გამო ბოდიში მოუხადა.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სამსაჯო კორპუსი აღიარებს შეცდომას, რომელიც თამაშის მიწურულს სერამ დაუშვა, როცა ჟუნიორ მესიასის გოლი არ ჩათვალა და მანამდე ანტე რებიჩზე ჯარიმა დააფიქსირა. სერას უფლება ჰქონდა „მილანისთვის“ შეტევის დასრულების უფლება მიეცა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ მან გოლი არ ჩათვალა და მილანელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მსაჯს გოლი რომ ჩაეთვალა, ლომბარდიული გრანდი 92-ე წუთზე 2:1 დაწინაურდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, 1:2 წააგო. აღსანიშნავია, რომ კლუბს ბოდიში თვითონ სერამაც მოუახადა, რომელმაც იტალიური მედიის ცნობით, თამაშის შემდეგ გასახდელში შეცდომის გამო იტირა კიდევაც. მოსალოდნელია, რომ მას რამდენიმემატჩიან დისკვალიფიკაციას მიცემენ.

შეგახსენებთ, რომ "მილანს" 22 ტურში 48 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ლიდერ "ინტერს" კი 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "ნერაძურის" თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თეგებიმილანი
0.113035