„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, ოლივერ კანმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა კლუბის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკიზე, რომელმაც ორშაბათს ზედიზედ მეორედ მოიგო ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
„ლევანდოვსკი ფენომენია. ერთ სიმაღლეს მიაღწევს და უკვე მეორეზე ფიქრობს. ამიტომ გამართლებულია, რომ ეს პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ასევე გვინდოდა, ჩვენი მანუელ ნოიერისთვის გადაეცათ საუკეთესო მეკარის ჯილდო. თუმცა, ედუარ მენდისაც ვულოცავთ ამ წარმატებას.
„ბაიერნი“ ამაყობს, რომ ორი ასეთი ადამიანი ჰყავს გუნდში: რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი. ერთს გოლი გოლზე გააქვს, მეორე კი მინდვრის მოპირდაპირე მხარეს შეუვალია. ისინი საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებენ.“ - ციტირებს კანის სიტყვებს „ბაიერნის“ პრესსამსახური.