ორმაგი დუბლი და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი - ასეთი იყო სანდრო მამუკაშვილი NBA-ს განვითარების (G) ლიგაში. ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
22 წლის ფორვარდი, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონის, “მილუოკი ბაქსის” წევრია, სათამაშო გამოცდილების მისაღებად "მილუოკელებმა" თავიანთ ფარმ-გუნდში, “ვისკონსინ ჰერდში” გაანათხოვრეს, სადაც სანდრო დიდ სათამაშო დროს იღებს და პარკეტზეც მაქსიმალურად იხარჯება.
მორიგ მატჩში ვისკონსინელები სტუმრად “ჩიკაგო ბულსის” შვილობილ გუნდ “უინდი სიტის” შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 113:109 დაამარცხეს. მამუკელაშვილი მატჩში საუკეთესო იყო. ჩვენებურს 24 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა. მან საკუთარ გუნდს ასევე 3 პასი და 1 დაფარება შესძინა. სანდრომ 13-დან 7 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
“ვისკონსინი” 3 მოგებითა და 2 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 18 იანვარს “ლეიკლენდ მეჯიქთან” გამართავს, თუმცა მანამდე სანდროს “მილუოკი ბაქსში” დაბრუნებამ შეიძლება მოუწიოს.