ფეხბურთი

23:37 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "ვიცოდით, რომ პატრიკ ვან აანჰოლტი დაიღლებოდა"

თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ „გალათასარაისთან“ (4:2) დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, იცოდნენ, რომ მეორე ტაიმში სტამბოლელთა ნიდერლანდელი მარცხენა მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი დაიღლებოდა, რადგან ის შეტევაში აქტიურად ერთვებოდა.

„ბედნიერი ვარ, რომ თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოვიგეთ. ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში ვან აანჰოლტი დაიღლებოდა და დაცვის უკნიდან თამაშს ვცდილობდით. გუნდურად თამაშის წყალობით გამარჯვება მოვახერხეთ და მიხარია, რომ გოლები მეც გავიტანე“, - თქვა მატჩის შემდეგ ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძეს თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 თამაშში 6 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს მითვლილი. 27 წლის შემტევმა „გალათასარაის“ პირველ წრეშიც გაუტანა, ხოლო მანამდე, გასულ სეზონში 2021 წლის მარტში, „ანკარაგიუჯუს“ მაისურითაც შეძლო სტამბოლელთა წინაადღმდეგ გატანა.

„ჰატაისპორი“ 21 ტურის შემდეგ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, 20 იანვარს კი „ალანიასპორს“ დაუპირისპირდება.

0.120621