სხვა

2:00 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდში იუქმებს

UFC-ის ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილს ტრავმა აქვს და უახლოეს ხანში უქმობა მოუწევს. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„სამწუხაროდ საქართველოში ყოფნის დროს ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე ყველაზე რთული ტრამვა მივიღე, რაც კი აქამდე მქონია ბრძოლის დროს თუ ვარჯიშზე. საბედნიეროდ ოპერაცის გარეშე მხოლოდ ფიზიო თერაპიის კურსებით სპეციალური ვარჯიშებით და მკურნალობით მოვირჩენ ამ ტრამვას. მალე დავუბრუნდები ჩვეულ ვარჯიშს და რეჟიმს“, - დაწერა მერაბმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს UFC-ში 11 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 9 მოიგო და მათ შორის, ბოლო შვიდი ზედიზედ.

0.119225