ავტოსპორტი

2:25 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ ატიამ დაკარი მეოთხედ მოიგო

„ტოიოტას“ საქარხნო გუნდის ყატარელმა მრბოლმა ნასერ ალ ატიამ დაკარის რბოლა მეოთხედ მოიგო. მოტოციკლების კლასში კი გამარჯვება ბრიტანელმა სემ სანდერლენდმა მოიპოვა.

ალ ატია რბოლას დასაწყისიდანვე ლიდრობდა და საბოლოოდ, 27 წუთით და 46 წამით აჯობა მეორეზე გასულ ფრანგ სებასტიან ლოებს. მესამე ადგილი საუდის არაბეთის მრბოლმა, იაზიდ ალ რაჯიმ დაიკავა, ვისთვისაც ეს დაკარზე პირველი კვარცხლბეკია.

ალ ატიას დაკარი სამჯერ მაშინ აქვს მოგებული, როცა რალი მარათონი სამხრეთ ამერიკაში ტარდებოდა. 2011 წელს დაკარის ჩემპიონი „ფოლკსვაგენთან“ ერთად გახდა, 2015 წელს ტიტულს „მინისთან“ ერთად დაეუფლა, 2019 წელს კი „ტოიოტას“ ავტომობილით იასპარეზა.

დაკარზე მოპოვებული გამარჯვებბის რიცხვით, ალ ატია ლეგენდარულ ფინელს, არი ვატანენს გაუტოლდა. ავტომობილების კლასში მათზე მეტი გამარჯვება მხოლოდ ფრანგ სტეფან პეტერანსელს აქვს. ის დაკარის ჩემპიონი რვაჯერ გახდა, მანამდე კი, მოტოციკლებში ექვსი ტიტული ჰქონდა მოპოვებული. ამ მიღწევებისთვის, პეტერანსელს ხშირად „მისტერ დაკარსაც“ უწოდებენ.

„რაც რბოლა საუდის არაბეთში გადმოვიდა, მხოლოდ მეორე ადგილს ვიკავებდი. ახლა კი მიზანს მივაღწიეთ და ამით ბედნიერები ვართ. ლიდერობა პირველივე ეტაპიდან მოვიპოვე და მას შემდეგ, რბოლას სრულად ვაკონტროლებდი“, - ამბობს ალ ატია და დასძენს, რომ მომავალი დაკარისთვის მზადებას, 7-10 დღეში შეუდგება.

სანდერლენდმა (ტიმ გას-გას) დაკარის ჩემპიონის პირველი ტიტული, სამხრეთ ამერიკაში მოიპოვა (2017 წელს). მან სამი წუთით და 27 წამით აჯობა ჩილელ პაბლო კვინტანილას (ჰონდა). მესამეზე კი ავსტრიელი მათიას ვალკნერი (KTM) გავიდა.

0.115395