აფრიკის ეროვნებათა თასის მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა ესამა აბდელ-ფატიჰმა ტუნისისა და მალის მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსაჯმა მზის დარტყმა მიიღო, რის გამოც დროის აღქმა დაკარგა.
„სიკაზვემ მზის დარტყმა მიიღო. ამასთან, გაუწყლოებაც ჰქონდა. შედეგად, დროის აღქმა და სივრცეში ორიენტაცია დაირღვა. მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შექმნილი ვითარების შემდეგ მეოთხე მსაჯს სურდა თამაშის სიკაზვეს ნაცვლად დასრულება, მაგრამ ერთ-ერთმა გუნდმა უარი თქვა“, - აღნიშნა აბდელ-ფატიჰმა.
შეგახსენებთ, რომ ზამბიელმა ჯანი სიკაზვემ თამაში 85-ე წუთზე დაასრულა, იმის მიუხედავად, რომ ბევრი პაუზა იყო და ადრე დასრულების ნაცვლად, რამდენიმე წუთი უნდა დაემატებინა. მალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენცია შეაწყვეტინეს და თამაში განახლდა, მაგრამ ისევ შეცდომით და ადრე, 89-ე წუთზე დაასრულა.
ტუნისელებმა თამაშის თავიდან ჩატარება მოითხოვეს, მაგრამ მათი საჩვარი არ მიიღეს და საბოლოო ანგარიში (მალის სასარგებლოდ 1:0) ძალაში დარჩა.