სხვა

16:46 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თოფურია ევლოევს: "ვირთხავ, ვაპირებდი შენთვის თავი მომეგლიჯა"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და რუს მებრძოლ მოვსარ ევლოევს უპასუხა, რომელთაც ბრძოლა გაუუქმდა, რადგან მეტოქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ევლოევმა მანამდე თქვა, რომ თოფურია აგრძელებდა მის შეურაცხყოფას, რომელიც თვითონ დაიწყო. სწორედ ამ განცხადებაზე უპასუხა ქართველმა მებრძოლმა და მას ვირთხაც უწოდა.

„ჰეი, პატარა ვირთხა. მე არ დამიწყია - შენ დაიწყე ეს ყველაფერი. მითხრეს, რომ 22 იანვარს ლოს ანჯელესში ვყოფილიყავი, სადაც ასეთი ვირთხისთვის თავის მოგლეჯვა შემეძლო და აქ ვარ. როცა ორ კაცს ჩხუბი აქვს დაგეგმილი და ერთი არ ჩნდება, საიდანაც ვარ, იქ მშიშარას ეძახიან. ეს განმარტება შენთვის იდეალურია. მამაცი მხოლოდ ონლაინ და ინტერნეტში ხარ. ოქტაგონზე გამოჩენის გარეშეც დაკარგე დაუმარცხებელი სერია, რადგან იცოდი, რაც მოხდებოდა, შენთვის თავის მოძრობას ვაპირებდი. კოვიდი მაქვს (დასცინის ევლოევს - რედ), წყეული ვირთხა“, - თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას აქამდე 11 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა გამარჯვებით დააასრულა. ქართველმა ბოლოს 10 ივლისს, რაიან ჰოლთან იბრძოლა და პირველივე რაუნდის მეოთხე წუთზე ნოკაუტით იმარჯვა. კონკრეტულად UFC-ში კი ილიას 3 ბრძოლიდან სამივე მოგებული აქვს. ევლოევისა და თოფურიას ბრძოლა 2022 წლის 22 იანვარს UFC 270-ზე უნდა გამართულიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123115