ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი დავიდ ნერეში კარიერას „შახტარში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ნიდერლანდური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ნერეშის სანაცვლოდ „შახტარმა“ 12 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსის სახით 4 მილიონი ევრო შეიძლება დაემატოს. არაოფიციალური ცნობებით, ბრაზილიელმა უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
24 წლის დავიდ ნერეში „აიაქსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 172 შეხვედრაში 46 გოლი აქვს გატანილი. ბრაზილიის ნაკრებში მას 7-ჯერ უთამაშია და გოლი ერთხელ გაიტანა.