ავტოსპორტი

0:10 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟაკ ვილნევი დეიტონას 500 მილზე გამოსვლას გეგმავს

ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი ნიდერლანდებში ბაზირებულ ნასქარ-ის გუნდ „ტიმ ჰეზებერგთან“ ერთად, დეიტონას 500 მილიანი რბოლის სტარტზე ადგილის მოპოვებას აპირებს.

ვილნევი ახლა 50 წლისაა. მას 1995 წელს ინდი 500 აქვს მოგებული, ორი წლის შემდეგ კი ფორმულა 1-ის ჩემპიონი გახდა. კანადელმა დეიტონა ბიჩის ტრეკზე, წინასასეზონო ტესტებში მიიღო მონაწილეობა, რითაც დაადასტურა, რომ პოპულარული 500-მილიანი რბოლისთვის კვალიფიცირებას აპირებს. დეიტონას 500 მილი 20 თებერვალს გაიმართება.

ვილნევი ნასქარ-ის ევრო სერიაში 2019 წლიდან ასპარეზობს. მისი თანაგუნდელია ამ სერიის ჩემპიონი, ამსტერდამელი ლორის ჰეზემანსი, ვინც დეიტონას რბოლაში, „ტიმ ჰეზებერგის“ მთავარი პილოტი იქნება.

„ეს საოცარი იქნება. ნასქარ-ის ჩრდილოამერიკულ რბოლებში ბოლოს რამდენიმე წლის წინათ ვიასპარეზე. მგონი ეს სონომას ტრეკზე იყო. ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება, რადგან ეს გამორჩეული რბოლაა“, - ამბობს ვილნევი.

გუნდის დამაარსებლები არიან ყოფილი მრბოლი ტონი ჰეზემანსი, ნიდერლანდელი ბიზნესმენი ერნსტ ბერგი და გუნდი „რაუმე ბროთერს რეისინგი“. „ტიმ ჰეზებერგი“ ამერიკული ნასქარ-ის სერიის ძირიტადად იმ რბოლებში მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ავტოდრომებზე ტარდება და არა ოვალებზე.

0.118417