პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი მიიღებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება და ქუმარიტაშვილი ასპარეზობას 5 თებერვალს დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ლიცენზიები მხოლოდ მოციგურავეების წყალობით ჰქონდა (მორის ყვითელაშვილი, ალინა ურუშაძე, კარინა საფინა, ლუკა ბერულავა, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.