ფეხბურთი

14:47 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დავით კობოურმა „დინამო თბილისი“ დატოვა და ჩეხურ „კარვინაში“ გადავიდა. ინფორმაცია ჩეხებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

უცნობია კონტრაქტის ხანგრძლივობა, მაგრამ 23 წლის მცველმა 23-ნომრიანი მაისური მოირგო და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ვითამაშებ. დაცვაში ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე თამაში შემიძლია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, კლუბი მომწონს“, - თქვა კობოურმა.

კომენტარი გააკეთა კარვინას სპორტულმა დირექტორმა ლუბომირ ვლიკმაც გააკეთა: „შესანიშნავი თვისებების და ხარისხიანი ფეხბურთელია. მთავარია როგორ გაივლის გუნდთან აკლიმატიზაციას, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ჩემპიონატი საქართველოსგან განსხვავდება“.

დავით კობოურს აქამდე მთელი კარიერა „დინამო თბილისში“ აქვს გატარებული და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 10-ჯერ უთამაშია. „კარვინა“ ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარია, მაგრამ 19 ტურის შემდეგ მოუგებლად ასპარეზობს და 5 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა.

0.130742