იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კანავარომ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობა იუარა. როგორც ცნობილია, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც პაულო სოუზას შემცვლელს აქტიურად ეძებს, კანავაროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
იტალიური მედიის ცნობით, 48 წლის მწვრთნელმა წინადადებაზე უარი თქვა და პოლონეთის ნაკრებს არ ჩაიბარებს. აღსანიშნავია, რომ პოლონელებს მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფი ელოდებათ.
შეგახსენებთ, ევროპაში აქამდე არასდროს უმუშავია. ბოლოს ჩინური „გუანჯოუს“ თავკაცი იყო, რომელსაც 2014-2015 და 2017-2021 წლებში ავარჯიშებდა, ასევე იმუშავა ჩინური „ტიანჯინის“ მწვრთნელად და საუდის არაბეთში, „ალ ნასრისაც“ წვრთნიდა.