იაპონური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა კაზუ მიურა კარიერას აგრძელებს და 55 წლის ასაკში გუნდი შეიცვალა - 55 წლის ასაკში!
მიურამ იოკოჰამა დატოვა და კარიერას „სუძუკა პოინთ გეთერსში“ გაარძელებს. ეს კლუბი იაპონიის მე-4 დივიზიონში თამაშობს და მწვრთნელი მიურას ძმა, იასუტოში მიურა გახლავთ.
„მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი წვლილი მოედანზე შევიტანო“, - თქვა აზიელმა თავდამსხმელმა.
კაზუ მიურა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც J ლიგაში უთამაშია (54 წლისა და 12 დღის ასაკში) და ასევე, ერთადერთია ისტორიაში, რომელმაც პროფესიონალურ დონეზე ხუთ სხვადასხვა ათწლეულში ითამაშა.
მას იაპონიის ნაკრებში 89-ჯერ აქვს ნათამაშები და 55 გოლი გაიტანა, „იოკოჰამაში“ ბოლო 16 წელიწადი თამაშობდა, მანამდე კი „სანტოსის“, „პალმეირასის“, „კორიტიბას“, „კავაზაკის“, „ჯენოას“, „ვისელ კობესა“ და „სიდნეის“ ღირსებას იცავდა.