ფეხბურთი

12:52 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თერიმმა „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

68 წლის თურქმა სპეციალისტმა, ფათიხ თერიმმა, „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„გადაწყვეტილება პატივცემულ თერიმთან ერთად მივიღეთ. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ სარგებელს მისი იდეებიდან. მან ხომ „გალათასარაი“ ევროპაში ცნობადი კლუბი გახადა.“ - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისათვის, თერიმი თავის სამწვრთნელო კარიერაში ოთხჯერ ხელმძღვანელობდა „გალათასარაის.“ 1999-2000 წლების სეზონში კი მისი თავკაცობით სტამბოლურმა კლუბმა უეფას თასი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121473