ფეხბურთი

10:51 | 11.01.2022 | ნანახია 407 - ჯერ

ცნობილი გახდა, როდის შედგება კოუტინიოს დებიუტი „ასტონ ვილაში“

ცნობილი გახდა, როდის შედგება ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს დებიუტი „ასტონ ვილაში,“ რომელიც ინგლისურმა კლუბმა „ბარსელონასგან“ იჯარით აიყვანა.

Sky Sports-ის ცნობით, კოუტინიომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა ბრიტანეთში სამუშაო უფლებას ელოდება. ბრაზილიელი პარტნიორებს 12 იანვარს შეუერთდება. მისი დებიუტი კი ბირმინგემულ კლუბში 15 იანვარს შედგება, პრემიერლიგის 22-ე ტურში, როცა „ასტონ ვილა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო და გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, წლების წინ ერთად თამაშობდნენ „ლივერპულში.“


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.114332